ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამა შემუშავებულია 2020 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.
პროგრამის შემუშავების პროცესში მნიშვნელოვანი იყო სწორად განსაზღვრულიყო თანამედროვე გამოწვევები და მოთხოვნები, რათა კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის კურსდამთავრებულს მიეღო ისეთი ცოდნა და უნარები, რომ წარმატებით შეძლებოდა გაეგრძელებინა როგორც ინდუსტრიული, ასევე სამეცნიერო კარიერა თუ კვლევა და ასევე სწავლა, როგორც საერთაშორისო ასევე ადგილობრივ გარემოში. ამისთვის პროგრამის შემუშავების პროცესში აქტიურად მონაწილეობდნენ, როგორც ინდუსტრიაში მუშაობის ასევე აკადემიურ სივრცეში კვლევის გამოცდილების მქონე ექსპერტები ისეთი ორგანიზაციებიდან, როგორიცაა: კალიფორნიის უნივერსიტეტი სან დიეგოს სუპერკომპიუტინგის ცენტრი (აშშ), სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი (აშშ), გუგლი (აშშ), კარლსრუეს ტექნოლოგიური ინსტიტუტის (Karlsruhe Institute of Technology) შტაინბუხის გამოთვლით ცენტრი (Steinbuch Center of Computing) (გერმანია), Deutsche Post DHL Group (გერმანია), ს.ს. საქართველოს ბანკი (საქართველო), ორიენტ ლოჯიკი (საქართველო), Edison LTD (საქართველო), Innotec LTD (საქართველო), TulaCo (აშშ/საქართველო).
ამ ეტაპზე, პროგრამას ჰყავს ინდუსტრიულ მრჩეველთა საბჭო, რომელიც 2 წელიწადში ერთხელ განიხილავს პროგრამის მიზნებს და აძლევს უკუკავშირს, როგორც პროგრამის ხელმძღვანელს, ასევე პროგრამის კურიკულუმის საბჭოს ცვლილებების საჭიროების შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
პროგრამა ხორციელდება ინგლისურ ენაზე.
პროგრამის საგანმანათლებლო მიზნებია:
მიზანი 1:
მიზანი 2:
კომპიუტერული მეცნიერების პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგებისმიღწევა:
ყველა სტუდენტი, რომელიც დაიშვება საბაკალავრო პროგრამაზე, ვალდებულია დააგროვოს 242 კრედიტი, რათა მიიღოს კომპიუტერული მეცნიერების ბაკალავრის წოდება.
პროგრამის სტრუქტურა ადგილობრივი აკრედიტაციის მიზნებისთვის:
პროგრამის სტრუქტურა ABET აკრედიტაციის მიზნებისთვის:
შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.
კომპიუტერული მეცნიერების კურსდამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციაში და გააგრძელონ თავიანთი კარიერა ისეთ სფეროებში, როგორიცაა:
სისტემებისა და კომპიუტერული პროგრამების ინჟინერია
კურსდამთავრებულებს ექნებათ ფუნდამენტური ცოდნა და ტექნიკური უნარები დაბალი პროგრამული ენის ციფრული სისტემების მოწყობილობებსა და ელექტრონულ კომპონენეტებზე. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ პროგრამული მოწყობილობების სრულყოფილი ტესტირება და სისტემის მოთხოვნებიდან გამომდინარე მათი ნორმალური ფუნქციონირების უზრყნველოფა.
პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ სათანადო ცოდნას და უნარებს, რომ შექმნან პროგრამული პლატფორმები და პროგრამები კომპიუტერებისთვის, მობილური მოწყობილობებისთვის და ვებისთვის. კურსდამთავრებულებს შეეძლებათ განავითარონ, შეინარჩუნონ, დატესტონ და წარმოადგინონ პროგრამები გამოთვლაზე დაფუძნებულ სისტემებში ინტეგრირებისა და დანერგვისთვის.
კომპიუტერული სისტემებისა და მონაცემთა ბაზის მენეჯმენტი, ოპერაციები და ადმინისტრირება
მიღებული ცოდნა და ტექნიკური უნარები კურსდამთავრებულს აძლევს შესაძლებლობას, რომ მართოს ინფორმაციული ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურა, კომპიუტერული სისტემები და მოემსახუროს მცირე, საშუალო და დიდ ორგანიზაციებს. ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯმენტი და კომპიუტერული სისტემები გულისხმობს კომპიუტერული სერვისების და სისტემების ფუნცქციონირების მუდმივ კონტროლს, ახალი პროდუქტების სათანადო შეფასებას ბიზნესებისთვის, რომელიც მათ გამოყენებას აპირებს, საინფორმაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის შესაბამის უსაფრთხოების აუდიტს და ორგანიზაციის საინფორმაციო სისტემების ხარვეზებისა და შესაძლო სირთულეების გამოვლენას. ეს პოზიცია საჭიროებს ეფექტური კომუნიკაციისა და ინტერპერსონალური უნარების ფლობას, რომელიც სტუდენტს განუვითარდება სწავლების პროცესში.
პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ როგორც ფუნდამენტური ცოდნა, ასევე ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარები, რათა გააანალიზონ და შეაფასონ მონაცემებისა და სისტემის საჭიროებები მომხმარებლებისა და ორგანიზაციებისთვის. მონაცემთა ბაზისა და სისტემის ადმინისტრატორები ავითარებენ და ზრდიან შესაბამის ინფრასტრუქტურასა და წყაროებს, რათა შეინახონ და უზრუნველყონ ღირებული ინფორმაციის მიწოდება ოპტიმალური და ეფექტური გზებით.
სისტემის ადმინისტრატორები ვალდებულნი არიან აკონტროლონ სხვადასხვა სისტემებში მექანიზმების სწორი კონფიგურაციები და შეიმუშაონ ცენტრალური მართვის სისტემებისთვის ავთენტიფიკაცია და ავტორიზაცია, ფაილების გაზიარება, ელექტრონული ფოსტა, ვებისა და აპლიკაციების ინტეგრირება. კურსის განმავლობაში შეძენილი უნარები და ცოდნა მომავალ მონაცემთა ბაზისა და სისტემის ადმინისტრატორებსა და ოპერატორებს დაეხმარება შეასწორონ ხარვეზები მონაცემთა ბაზაში და განაახლონ სისტემები ჰორიზონტალური და ვერტიკალური შკალირების მოთხოვნების შესაბამისად.
მონაცემთა ინჟინერია და მონაცემთა მეცნიერება
დღესდღეობით, მონაცემებს აქვს არსებითი მნიშვნელობა ბიზნესის, მეცნიერების, ჯანდაცვის, ტრანსპორტირების, ლოგისტიკისა და სხვა სფეროებთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრასა და სამომავლო დაგეგმვასთან. მონაცემთა დამუშავება და ანალიზი, ინფორმაციის მოძიება და მისგან ახალი ცოდნის შექმნა ის არის არსებითი უნარები, რომელიც საჭიროა მრეწველობის, მეცნიერების ან მედიცინისთვის.
ამ პროგრამის კურსდამთავრებულები მიიღებენ აუცილებელ და საკმარის ცოდნას როგორც მათემატიკის, ალბათობის თეორიისა და სტატისტიკის მიმართულებით, ასევე კომპიუტერული მეცნიერების სხვადასხვა დარგში, რათა გახდნენ წარმატებული და კომპეტენტური მონაცემთა მეცნიერები და მონაცემთა ინჟინრები.
ეს პროფესიონალები სხვადასხვა პროცესიებსა და მათ დინამიკას სტატისტიკურად აანალიზებენ და მოდელირებას უკეთებენ, რაც ცალკეული ფაქტების უკეთ გაგების და ახლო თუ შორეული მომავალი მოვლენების პროგნოზირების საშუალებას იძლევა.
ამ პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია სწავლა გააგრძელოს სამაგისტრო პროგრამაზე.
| სასწავლო წელი | 2021-2022 | 2022-2023 | 2023-2024 | 2024-2025 | 2025-2026 |
| ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა | 24 | 46 | 51 | 52 | 44 |
| საქართველოს მოქალაქეები | 19 | 35 | 44 | 45 | 28 |
| საერთაშორისო სტუდენტები | 5 | 11 | 7 | 7 | 16 |
| სასწავლო წელი | 2024-2025 | 2025-2026 |
| კურსდამთავრებულები | 6 | 25 |
ანა ჭრელაშვილი
ტექნოლოგიების სკოლის პროგრამების კოორდინატორი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (276)
✉ ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge
ვანდა ფირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)
✉ vanda.pirtskhaladze@iliauni.edu.ge