საუნივერსიტეტო საბაზო მოდული
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამის შესახებ
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შემუშავდა 2011 წელს და განახლებულია 2020 წელს. პროგრამა განახლებადია ყოველი სასწავლო წლის დაწყებამდე.
პროგრამა სტუდენტებს სთავაზობს უმაღლესი მათემატიკის ძირთად მიმართულებებსა და პრაქტიკულ ასპექტს. პროგრამის შესწავლისას სტუდენტი გაეცნობა უმაღლესი მათემატიკის ბაზისს, ფუნდამენტურ ცნებებს, ამოსავალ კონცეფციებს და მათი პრაქტიკაში გამოყენების ხერხებს. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის საბაკალავრო პროგრამა წარმოადგენს მყარ საფუძველს თანამედროვე მეცნიერებებისა, ტექნოლოგიების და სხვა მრავალი ტექნიკური პროფესიის შესწავლისთვის.
სტუდენტებს საშუალება აქვთ გამოიყენონ უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სასწავლო ლაბორატორიები და კლასები. მათ განკარგულებაშია ფუნდამენტური და ინტერდისციპლინური მათემატიკური კვლევების ინსტიტუტი, გამოთვლითი ცენტრი და კომპიუტერული ალგებრული სისტემა – MAXIMA.
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის მიზანია, მოამზადოს კურსდამთავრებულები, რომელთაც შესწავლილი ექნებათ უმაღლესი მათემატიკის ძირითადი მიმართულებები, ფუნდამენტური ცნებები, ამოსავალი კონცეფციები და შეძლებენ მათ შორის ორგანული კავშირების დადგენას. ამასთან, პროგრამის მიზანს წარმოადგენს შეუქმნას სტუდენტს მყარი საფუძველი თანამედროვე მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში მათი შემდგომი გამოყენებისთვის.
სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს ამოცანებისა და მათი ამოხსნის მეთოდების განზოგადების გზით პრობლემების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.
ასევე, პროგრამა ითვალისწინებს ისეთი ტრანსფერული უნარების განვითარებას, როგორც არის ქართულ და უცხოურ ენაზე ზეპირი და წერითი კომუნიკაცია, კრიტიკული ანალიზი და არგუმენტირებული მსჯელობა.
მათემატიკის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა:
ზოგადი მოდული – 60 კრედიტი:
ძირითადი სწავლის სფერო -120 კრედიტი:
დამატებითი პროგრამა/თავისუფალი კომპონენტი – 60 კრედიტი
სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისასშესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდებით, რომლებიც წარმოდგენილიაკონკრეტული კურსების სილაბუსებში.
სწავლების ენა: ქართული
დასაგროვებელი კრედიტების რაოდენობა: 240 ECTS
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: მათემატიკის ბაკალავრი
მისაღები კონტიგენტი: 50
მიღების ტიპი: ინდივიდუალური მიღება
სტუდენტმა მათემატიკის ბაკალავრის ხარისხის მოსაპოვებლად უნდა დააგროვოს 240 კრედიტი.
| მოდულის სახელწოდება | ECTS კრედიტი |
საუნივერსიტეტო საბაზო მოდული | 60 კრედიტი |
ძირითადი (major) პროგრამა | 120 კრედიტი |
| დამატებითი (minor) პროგრამა ან თავისუფალი კრედიტი (არჩევითი კურსები) | 60 კრედიტი |
ანა კვარაცხელია
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ილია ჭავჭავაძის გამზირი 45
T კორპუსი, T207
☏ (+995 32) 222 00 09 (358)
✉ ana.kvaratskhelia@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ილია ჭავჭავაძის გამზირი 45
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge