ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროგრამა შემუშავდა 2011 წელს და განახლებულია 2020 წელს.
პროგრამა შესაძლოა განახლდეს ყოველი სასწავლო სემესტრის დასაწყისში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების მიზნით.
სამაგისტრო პროგრამაზე: „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები” მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების შედეგებისა და შიდასაუნივერსიტეტო გამოცდის საფუძველზე.
პროგრამაზე დაიშვებიან აპლიკანტები, რომელთაც მოპოვებული აქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი მათემატიკაში ან მონათესავე დარგებში.
სამაგისტრო პროგრამის „თანამედროვე მათემატიკის ძირითადი პარადიგმები და გამოყენებები“ მიზანია, მოამზადოს კონკუტენტუნარიანი კურსდამთავრებულები წარმატებული პროფესიული კარიერისთვის ან სწავლის შემდგომი საფეხურისთვის, რომლებსაც ექნებათ ღრმა და სისტემური ცოდნა თანამედროვე მათემატიკის მნიშვნელოვანი, უნივერსალური და ფართოდ გამოყენებადი პარადიგმების, კონცეფციებისა და მეთოდების შესახებ; შეძლებენ მათემატიკის არჩეულ სფეროში კვლევის დამოუკიდებლად განხორციელებას; დაუფლებულნი იქნებიან მათემატიკის გამოყენებით ასპექტებს, რაც გულისხმობს განზოგადებისა და აბსტრაგირების გზით აქტუალური ამოცანების გადაწყვეტისათვის საჭირო მიდგომების გამომუშავებას.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს მინიმუმ 120 კრედიტი, მათ შორის:
*სტუდენტს არჩევითი 12 კრედიტის მოპოვება შეუძლია როგორც საუნივერსიტეტო, ასევეპროგრამის არჩევითი კურსების ბლოკიდან.
შენიშვნა: საჭიროების შემთხვევაში სტუდენტს მიეცემა შესაძლებლობა, კრედიტების გარეშეგაიაროს აღდგენითი კურსი (ე.წ. Remedial Course) საბაკალავრო საფეხურის პროგრამიდან.
სასწავლო კომპონენტების სპეციფიკიდან გამომდინარე, პროგრამის განხორციელებისას შესაძლოა გამოიყენებოდეს სწავლების სხვა მეთოდებით, რომლებიც წარმოდგენილია კონკრეტული კურსების სილაბუსებში.
პროგრამის კურსდამთავრებულმა სწავლა შეიძლება გააგრძელოს სადოქტორო საფეხურზე.
ნათია გასვიანი
ტექნოლოგიის სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T კორპუსი, ოთახი 207
☏ (+995 32)222 00 09 (358)
✉ natia.gasviani@iliauni.edu.ge
გვანცა ლორთქიფანიძე
კოორდინატორი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ტექნოლოგიის სკოლა
ილია ჭავჭავაძის გამზირი 45,T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (138)
✉ gvantsa.lortkipanidze@iliauni.edu.ge