ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიების სკოლა აერთიანებს განათლებას, კვლევასა და პრაქტიკას და მიზნად ისახავს ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და არქიტექტურის სფეროებში ცოდნისა და გამოცდილების განვითარებას. სკოლა ქმნის გარემოს, სადაც სწავლება და კვლევა ურთიერთდაკავშირებულია და ორიენტირებულია როგორც ახალი ცოდნის შექმნაზე, ისე თანამედროვე პროფესიონალების მომზადებაზე.
სკოლის საგანმანათლებლო და კვლევითი საქმიანობა ხორციელდება ხუთ ძირითად მიმართულებაში:
აღნიშნული მიმართულებები აერთიანებს საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამებს, ასევე შესაბამის სასწავლო-კვლევით ცენტრებსა და ინსტიტუტებს.
ტექნოლოგიების სკოლა უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის აკადემიური პროგრამების შექმნასა და განვითარებას და მუდმივად მუშაობს სწავლისა და სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას. ამ პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მონაცემებზე დაფუძნებულ შეფასებას, ხარისხის მონიტორინგსა და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებას.
სკოლა ასევე ავითარებს უწყვეტი განათლების შესაძლებლობებს და დაინტერესებულ პირებს სთავაზობს პროფესიული განვითარების, სასერტიფიკატო და ტრენინგ პროგრამებს.
სკოლის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ციფრული ტექნოლოგიების, მდგრადი განვითარებისა და საინჟინრო სფეროების მრავალმხრივი კვლევა. სკოლა ხელს უწყობს კვლევითი ინფრასტრუქტურის განვითარებას, აკადემიური პერსონალისა და სტუდენტების ჩართულობას კვლევით საქმიანობაში და კვლევაზე დაფუძნებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
სკოლა ასევე თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო პარტნიორებთან და დონორ ორგანიზაციებთან კვლევითი საქმიანობისთვის საჭირო რესურსების მოსაძიებლად და ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად.
ტექნოლოგიების სკოლა ხელს უწყობს ტექნოლოგიების, ინჟინერიის, მათემატიკისა და არქიტექტურის სფეროებში განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაციას. სკოლა ავითარებს ინსტიტუციურ კავშირებს ადგილობრივ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე, რაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალისთვის თანამშრომლობის, ცოდნის გაზიარებისა და პროფესიული განვითარების ახალ შესაძლებლობებს ქმნის.
სკოლის საქმიანობა მიმართულია არა მხოლოდ საუნივერსიტეტო სივრცის, არამედ საზოგადოების განვითარებაზე. სკოლა თანამშრომლობს შესაბამის ინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და ტექნოლოგიურ სფეროში მოქმედ ბიზნესებთან, იკვლევს მათ საჭიროებებს და ხელს უწყობს კვლევაზე დაფუძნებული ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებას.
ტექნოლოგიების სკოლა მიზნად ისახავს შექმნას ღია, ინოვაციური და თანამშრომლობაზე დაფუძნებული გარემო, სადაც განათლება, კვლევა და პრაქტიკა ერთიანდება თანამედროვე ტექნოლოგიური და საზოგადოებრივი გამოწვევების საპასუხოდ.