ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
სტუდენტური პროექტების ლაბორატორია
ლაბორატორია ღიაა კომპიუტერული და ელექტრული ინჟინერიის მიმართულების ყველა სტუდენტისთვის. აქ ისინი პრაქტიკულად ახორციელებენ საკუთარ საინჟინრო პროექტებს – იდეიდან მზა პროტოტიპამდე. ლაბორატორიაში ასევე ხორციელდება დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი (Senior Design Project). სივრცე აღჭურვილია პროტოტიპირებისთვის საჭირო ტექნიკით: 3D პრინტერებით, CNC და ლაზერული ჩარხებით, სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოებით, PCB დაფების Pick and Place მანქანით, Reflow Oven-ით, სხვადასხვა აპარატურითა და ელექტრომექანიკური ინსტრუმენტებით.
➳ ადგილმდებარეობა T 201
წრედების ანალიზის ლაბორატორია
ლაბორატორია განკუთვნილია ელექტრული წრედების, სიგნალებისა და ენერგეტიკული სისტემების შესწავლისთვის. სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან, თუ როგორ მოძრაობს დენი წრედებში, როგორ მუშაობს საზომი ხელსაწყოები და როგორ ხდება ელექტროენერგიის გარდაქმნა და გადაცემა.
➳ ადგილმდებარეობა T 202
ციფრული ელექტრონიკის ლაბორატორია
ლაბორატორია განკუთვნილია ციფრული სისტემების, მიკროკონტროლერებისა და სიგნალების ციფრული დამუშავების შესწავლისთვის. სტუდენტები პრაქტიკულად ეცნობიან, როგორ იქმნება ციფრული მოწყობილობები, როგორ იწერება კოდი FPGA ჩიპებისთვის, როგორ მუშაობს ჩაშენებული სისტემები და როგორ ხდება ციფრული სიგნალების დამუშავება და გადაცემა.
➳ ადგილმდებარეობა T 203
გამოყენებითი ჰიდრავლიკის ექსპერიმენტული ლაბორატორია
ლაბორატორია განკუთვნილია გამოყენებითი ჰიდრავლიკის ფიზიკური მოდელირებისთვის. სტუდენტები ახორციელებენ სითხის მექანიკის ფუნდამენტური კანონის, ბენრულის პრინციპის მოდელირებას. წინასწარ გამოთვლილი შედეგების პრაქტიკაში გადამოწმებას. ლაბში ასევე ხორციელდება ტავისუფალი ზედაპირის დინების მოდელირებას, ტურბულენტური დინების მოდელირებას ღია არხში. ჰიდროტექნიკური ნაგებობების ჰიდრავლიკურ მოდელირებას. კავიტაციის ეფექტის. ნალექების მოდელირებას. მილსადენებში სითხის მოძრაობის და დანაკარგების გამოთვლას. სტუდენტებს შეუძლიათ პრაქტიკაში ნახოს სიტხის მოძრაობის კანონები.
➳ ადგილმდებარეობა T 206
მყარი სხეულების მექანიკის ექსპერიმენტული ლაბორატორია
ლაბორატორია განკუთვნილია მყარი სხეულების მექანიკის ფიზიკური მოდელირებისთვის. სტუდენტები ახორციელებენ დანადგარებზე კუმშვა გაჭიმვის ტესტებს, ღუნვას, ბეტონის კუბების გამოცდას. ასევე სტუდენტები ახდენენ დანადგარებზე კოჭების და სვეტების მოდელირებას დატვირთვების ქვეშ. ამ დანადგარებზე სტუდენტები ეცნობიან თუ როგორ მუშაობს კონსტრუქციული ელემენტები, რა თვისებებს ავლენენ. ასევე სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა პრაქტიკაში იხილონ კუმშვა-გაჭიმვის, ღუნვის, გრეხის და მდგრადობის დაკარგვის ეფექტები.
➳ადგილდებარეობა T 105
გამოთვლითი ცენტრი
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამოთვლითი ცენტრი 2018 წელს დაარსდა — საქართველოში პირველი თანამედროვე საუნივერსიტეტო გამოთვლითი ცენტრი. მის რესურსებს შეადგენს 240 პროცესორის ბირთვი, 572 გბ ოპერატიული მეხსიერება და 10 ტბ მონაცემთა სანახი. ცენტრი ემსახურება სასწავლო და კვლევით მიზნებს — მანქანური სწავლება, ბიოინფორმატიკა, ასტროფიზიკა და ქართული ენის დამუშავება. სამომავლოდ იგეგმება საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება და მეტი კვლევითი ჯგუფის ჩართვა.