ტექნოლოგიების სკოლა

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

სამოქალაქო ინჟინერია

სამოქალაქო ინჟინერია

სამოქალაქო ინჟინერია (ძირითადი სპეციალობა) ქართულენოვანი
პროგრამის აღწერა

პროგრამა შემუშავებულია 2022 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.

პროგრამის მიზანია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთი მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება, რომლებიც აღჭურვილი იქნებიან ფართო თეორიული ცოდნითა და შესაბამისი საინჟინრო პრაქტიკული უნარებით. პროგრამა ასევე მიზნად ისახავს სტუდენტების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას წარმატებული პროფესიული კარიერისთვის, რათა მათ წვლილი შეიტანონ საზოგადოებრივი კეთილდღეობის, ცხოვრების ხარისხისა და შექმნილი გარემოს გაუმჯობესებაში.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნდა მიაღწიონ პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო მიზნებს:

PEO 1: კურსდამთავრებულები იყენებენ სამოქალაქო ინჟინერიის ფუნდამენტურ და მოწინავე ცოდნას საინჟინრო პროექტების ანალიზის, დიზაინის შექმნისა და მართვისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

PEO 2: კურსდამთავრებულები ივითარებენ პროფესიულ პრაქტიკას, როგორც სამოქალაქო ინჟინრები როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო გარემოში ან აგრძელებენ ცოდნის მიღებას სამაგისტრო საფეხურზე, ავლენენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ადაპტირებას ინდუსტრიის ცვალებად საჭიროებებთან.

PEO 3: კურსდამთავრებულები ეფექტურად მუშაობენ, როგორც პრაქტიკოსი სამოქალაქო ინჟინრები ინდუსტრიაში ან საჯარო სააგენტოებში, ავლენენ პროფესიულ პასუხისმგებლობას, ეფექტურ კომუნიკაციას, დამოუკიდებლად და მულტიდისციპლინურ გუნდებში მუშაობის უნარს.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი სწავლის შედეგებისმიღწევა:

  1. ინჟინერიის, მეცნიერების და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრის და გადაჭრის უნარი;
  2. საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
  3. ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  4. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
  5. გუნდში ეფექტური ფუნქციონერობის უნარით, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
  6. უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
  7. სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისების და გამოყენების უნარი.

საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 256 ECTS, რათა მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო  ინჟინერიაში.

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა

  • მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია – 66 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების არჩევითი კურსი) 
  • ზოგადი განათლება – 48 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების არჩევითი კურსები;
  • ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა (Major Program) – 142 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 30 ECTS კრედიტი – არჩევითი კურსები) 

მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საბაზისო კურსები

66 ECTS კრედიტის მოცულობის მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საბაზისო კურსები და შესაბამისი ლაბორატორიული კომპონენტები უზრუნველყოფს მყარ საფუძველს, რაც სამოქალაქო ინჟინერიის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმატებით გააგრძელონ სწავლა უფრო მაღალ, სპეციალიზებულ დონეზე.

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების კომპონენტი მოიცავს 48 ECTS კრედიტის მოცულობის კურსებს, რომლებიც შეესაბამება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ფილოსოფიურ მიმართულებას. კომპონენტი მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებას, ასევე მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულს, და უცხოელთათვის ქართული ენის პრაქტიკულ კურსს / გერმანული ან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს – 24 ECTS კრედიტი.*

ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა

  • სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კურსები – 112 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – საპროექტო კომპონენტი)
  • სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო/არჩევითი კურსები – 30 ECTS კრედიტი 

სავალდებულო/არჩევითი კურსების არჩევა:
სტუდენტები ირჩევენ ოთხ კურსს ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი მიმართულებიდან (თითოეული მიმართულებიდან არაუმეტეს ერთი კურსისა). ეს მიდგომა უზრუნველყოფს ცოდნის ფართო ბაზის ჩამოყალიბებას, რომლის შემდგომი გაღრმავება და სპეციალიზება სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე შეუძლიათ.

  1. წყლის რესურსების ინჟინერია 
  2. სატრანსპორტო ინჟინერია 
  3. კონსტრუქციული ინჟინერია 
  4. გეოტექნიკური ინჟინერია 
  5. გარემოსდაცვითი ინჟინერია 
  6. მშენებლობის ინჟინერია 

დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი: 

სწავლის ბოლო სემესტრში სტუდენტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტში(Senior Capstone Design Project), რომლის მოცულობა შეადგენს 6 ECTS კრედიტს.

საპროექტო გამოცდილების ძირითადი მიზანია სტუდენტების მომზადება სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში არსებული რეალური გამოწვევებისთვის. ამისათვის სტუდენტები ეცნობიან ინდუსტრიის/პროფესიული სფეროს პრაქტიკულ გარემოს და იყენებენ სწავლის პროცესში განვითარებულ პრობლემის გადაჭრის უნარებს რეალური საინჟინრო პრობლემებისთვის შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.

ამასთან, ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით სტუდენტები განივითარებენ მენეჯერულ უნარებს — დაგეგმვის, პროექტირების, სამუშაოს ორგანიზებისა და დადგენილი ვადების დაცვის მიმართულებით.

პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების ფარგლებში სტუდენტები ასევე გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

  • ლექციები და სემინარები/წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
  • ლაბორატორიული სამუშაო;
  • პრაქტიკული სამუშაო;
  • პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.

 

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და  ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.

პროგრამის კურსამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც მშენებლობის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკისა და წყლის სისტემების დაგეგმვის, დიზაინის, მშენებლობის, მართვის, ტექნიკური უზრუნველყოფის, რემონტისა და განახლების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

 

დასაქმების სფერო მოიცავს:

  • სახლებისა და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა და საინჟინრო დიზაინი;
  • საავტომობილო გზების და რკინიგზების სატრანსპორტო კონსტრუქცია და აქტივების მართვა, ასევე მათან დაკავშირებული გვირაბებისა და ხიდების, ტრაფიკის ანალიზისა და ტრანსპორტის დაგეგმვასთან;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების მართვა, რეზერვუარების დიზაინი და მშენებლობა;
  • არსებული შენობების ინსპექტირება, შეფასება და მათი გამაგრება;
  • სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული კომპანიები;
  • ფართო სპექტრი საინჟინრო აღჭურვილობის (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამხედრო და სხვა) დიაგნოსტიკა და რემონტის

განახლებადი ენერგიის სისტემების დიზაინი და სამშენებლო მენეჯმენტი.

სასწავლო წელი2023-20242024-20252025-2026
ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა81021
ვანდა ფირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)

ანა ჭრელაშვილი
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზირი 45, ტექნოლოგიის კორპუსი T207
☏ +995 32 2 22 00 09 (276)
✉  ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge

პროგრამის აღწერა

პროგრამა შემუშავებულია 2019 წელს და ექვემდებარება პერიოდულ განახლებას.

პროგრამა მიზნად ისახავს საინჟინრო სფეროს მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას და ფოკუსირებულია სამოქალაქო ინჟინერიის ისეთ სფეროებზე, როგორებიცაა: წყლის რესურსების ინჟინერია, სტრუქტურული და გეოტექნიკური ინჟინერია და ტრანსპორტის ინჟინერია.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის მიზანია მოამზადოს სტუდენტები არჩეულ სპეციალიზაციაში კარიერული მოღვაწეობისათვის. პროგრამის მიზანია უზრუნველყოს ხარისხიანი სწავლება, საკონსულტაციო სერვისები და სტუდენტთა მხარდაჭერა, რათა მათ შეძლონ მიზნების მიღწევა, სამოქალაქო ინჟინერიის მეტად მოთხოვნად დარგში წარმატების მისაღწევად საჭირო  ცოდნისა და გამოცდილების შეძენა.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები მჭიდროდაა დაკავშირებული უნივერსიტეტის მისიასთან – შექმნას, გადასცეს და გამოიყენოს ახალი ცოდნა ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების საკეთილდღეოდ. სამოქალაქო ინჟინერია მთლიანად ორიენტირებულია საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. პროგრამა გამოირჩევა ინტერნაციონალიზაციის მაღალი ხარისხით, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფილია პროგრამის საერთაშორისო ფოკუსით და პროგრამაში როგორც საერთაშორისო პერსონალის, ისე სტუდენტების ჩართულობით.

პროგრამის საგანმანათლებლო მიზნები:

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულებმა უნდა მიაღწიონ პროგრამის ქვემოთ ჩამოთვლილ საგანმანათლებლო მიზნებს:

PEO 1: კურსდამთავრებულები იყენებენ სამოქალაქო ინჟინერიის ფუნდამენტურ და მოწინავე ცოდნას საინჟინრო პროექტების ანალიზის, დიზაინის შექმნისა და მართვისთვის ეროვნული და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

PEO 2: კურსდამთავრებულები ივითარებენ პროფესიულ პრაქტიკას, როგორც სამოქალაქო ინჟინრები როგორც ეროვნულ ისე საერთაშორისო გარემოში ან აგრძელებენ ცოდნის მიღებას სამაგისტრო საფეხურზე, ავლენენ უწყვეტ პროფესიულ განვითარებას და ადაპტირებას ინდუსტრიის ცვალებად საჭიროებებთან.

PEO 3: კურსდამთავრებულები ეფექტურად მუშაობენ, როგორც პრაქტიკოსი სამოქალაქო ინჟინრები ინდუსტრიაში ან საჯარო სააგენტოებში, ავლენენ პროფესიულ პასუხისმგებლობას, ეფექტურ კომუნიკაციას, დამოუკიდებლად და მულტიდისციპლინურ გუნდებში მუშაობის უნარს.

სამოქალაქო ინჟინერიის პროგრამით გათვალისწინებულია შემდეგი  სწავლის შედეგებისმიღწევა:

  1. ინჟინერიის, მეცნიერების და მათემატიკის პრინციპების გამოყენებით ინჟინერიის კომლექსური პრობლემების იდენტიფიცირების, განსაზღვრის  და გადაჭრის უნარი;
  2. საინჟინრო დიზაინის გამოყენებით კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული ისეთი გადაწყვეტილების მიღების უნარი, რომელშიც გათვალისწინებულია საზოგადოებრივი ჯანმრთელობის, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის, ასევე გლობალური, კულტურული, სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ფაქტორები;
  3. ფართო საზოგადოებასთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  4. საინჟინრო სიტუაციებში ეთიკური და პროფესიული პასუხისმგებლობის გაცნობიერებისა და ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საინჟინრო გადაწყვეტილების ზეგავლენას გლობალურ, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და სოციალურ კონტექსტებზე;
  5. გუნდში ეფექტური ფუნქციონერობის უნარით, რომლის წევრები ერთობლივად მართავენ გუნდს, ქმნიან კოლაბორაციულ და ინკლუზიურ გარემოს, განსაზღვრავენ ამოცანებს, გეგმავენ განსახორციელებელ საქმიანობას/დავალებებს და აღწევენ მიზნებს;
  6. უნარი მოამზადოს და ჩაატაროს შესაბამისი ექსპერიმენტი, გაანალიზოს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მონაცემებს, გამოიყენოს ინჟინრული მსჯელობა დასკვნების ჩამოსაყალიბებლად;
  7. სწავლის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება, საჭიროებისამებრ, ახალი ცოდნის ათვისების და გამოყენების უნარი.

საბაკალავრო პროგრამის ყველა სტუდენტი ვალდებულია დააგროვოს 256 ECTS, რათა მიენიჭოს ბაკალავრის ხარისხი სამოქალაქო  ინჟინერიაში.

სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სტრუქტურა

  • მათემატიკა, ფიზიკა და ქიმია – 66 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულების არჩევითი კურსი) 
  • ზოგადი განათლება – 44 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების არჩევითი კურსები;
    8 ECTS კრედიტი – მენეჯმენტისა და ფინანსების მოდული მომავალი ინჟინრებისთვის) 
  • ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა (Major Program) – 142 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 30 ECTS კრედიტი – არჩევითი კურსები) 

მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საბაზისო კურსები

66 ECTS კრედიტის მოცულობის მათემატიკის, ფიზიკისა და ქიმიის საბაზისო კურსები და შესაბამისი ლაბორატორიული კომპონენტები უზრუნველყოფს მყარ საფუძველს, რაც სამოქალაქო ინჟინერიის სტუდენტებს საშუალებას აძლევს, წარმატებით გააგრძელონ სწავლა უფრო მაღალ, სპეციალიზებულ დონეზე.

ზოგადი განათლება

ზოგადი განათლების კომპონენტი მოიცავს 44 ECTS კრედიტის მოცულობის კურსებს, რომლებიც

შეესაბამება ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო და ფილოსოფიურ მიმართულებას. კომპონენტი მოიცავს ბიზნესის ადმინისტრირებას, ასევე მენეჯმენტისა და ფინანსების მოდულს, და უცხოელთათვის ქართული ენის პრაქტიკულ კურსს / გერმანული ან ინგლისური ენის პრაქტიკულ კურსს – 12 ECTS კრედიტი.*

* საერთაშორისო სტუდენტებმა უნდა გაიარონ ქართული ენის ორივე პრაქტიკული კურსი; ადგილობრივმა სტუდენტებმა კი უნდა გაიარონ გერმანული ან ინგლისური ენის პრაქტიკული კურსები.

ძირითადი საგანმანათლებლო პროგრამა

  • სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო კურსები – 112 ECTS კრედიტი
    (მათ შორის 6 ECTS კრედიტი – საპროექტო კომპონენტი) 
  • სამოქალაქო ინჟინერიის საბაკალავრო პროგრამის სავალდებულო/არჩევითი კურსები – 30 ECTS კრედიტი 

სავალდებულო/არჩევითი კურსების არჩევა:
სტუდენტები ირჩევენ ოთხ კურსს ქვემოთ ჩამოთვლილი ექვსი მიმართულებიდან (თითოეული მიმართულებიდან არაუმეტეს ერთი კურსისა). ეს მიდგომა უზრუნველყოფს ცოდნის ფართო ბაზის ჩამოყალიბებას, რომლის შემდგომი გაღრმავება და სპეციალიზება სტუდენტებს სამაგისტრო საფეხურზე შეუძლიათ.

  1. წყლის რესურსების ინჟინერია 
  2. სატრანსპორტო ინჟინერია 
  3. კონსტრუქციული ინჟინერია 
  4. გეოტექნიკური ინჟინერია 
  5. გარემოსდაცვითი ინჟინერია 
  6. მშენებლობის ინჟინერია 

დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტი: 

სწავლის ბოლო სემესტრში სტუდენტებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა დამამთავრებელი კურსის დიზაინის პროექტში(Senior Capstone Design Project), რომლის მოცულობა შეადგენს 6 ECTS კრედიტს.

საპროექტო გამოცდილების ძირითადი მიზანია სტუდენტების მომზადება სამოქალაქო ინჟინერიის სფეროში არსებული რეალური გამოწვევებისთვის. ამისათვის სტუდენტები ეცნობიან ინდუსტრიის/პროფესიული სფეროს პრაქტიკულ გარემოს და იყენებენ სწავლის პროცესში

განვითარებულ პრობლემის გადაჭრის უნარებს რეალური საინჟინრო პრობლემებისთვის შესაბამისი საპროექტო გადაწყვეტილებების შესამუშავებლად.

ამასთან, ინდუსტრიის წარმომადგენლების მონაწილეობით სტუდენტები განივითარებენ მენეჯერულ უნარებს — დაგეგმვის, პროექტირების, სამუშაოს ორგანიზებისა და დადგენილი ვადების დაცვის მიმართულებით.

პროგრამის პრაქტიკული კომპონენტების ფარგლებში სტუდენტები ასევე გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, პრეზენტაციისა და გუნდური მუშაობის უნარებს.

  • ლექციები და სემინარები/წერილობითი და ზეპირი მეთოდი;
  • ლაბორატორიული სამუშაო;
  • პრაქტიკული სამუშაო;
  • პროექტზე მუშაობა ინდივიდუალურად და ჯგუფებში.

 

შენიშვნა: კონკრეტული სწავლების მეთოდი შეირჩევა პროგრამის თითოეული კომპონენტისთვის და  ჩამოთვლილია შესაბამის სილაბუსებში.

პროგრამის კურსამთავრებულები შეიძლება დასაქმდნენ სხვადასხვა ორგანიზაციებში, რომლებიც მშენებლობის, ტრანსპორტირების, ენერგეტიკისა და წყლის სისტემების დაგეგმვის, დიზაინის, მშენებლობის, მართვის, ტექნიკური უზრუნველყოფის, რემონტისა და განახლების მომსახურებასთან არის დაკავშირებული.

დასაქმების სფერო მოიცავს:

  • სახლებისა და სამრეწველო ნაგებობების მშენებლობა და საინჟინრო დიზაინი;
  • საავტომობილო გზების და რკინიგზების სატრანსპორტო კონსტრუქცია და აქტივების მართვა, ასევე მათან დაკავშირებული გვირაბებისა და ხიდების, ტრაფიკის ანალიზისა და ტრანსპორტის დაგეგმვასთან;
  • წყალმომარაგება, კანალიზაცია, ჩამდინარე წყლების მართვა, რეზერვუარების დიზაინი და მშენებლობა;
  • არსებული შენობების ინსპექტირება, შეფასება და მათი გამაგრება;
  • სახელმწიფო საწარმოები, როგორიცაა მუნიციპალიტეტები და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ინფრასტრუქტურული კომპანიები;
  • ფართო სპექტრი საინჟინრო აღჭურვილობის (საყოფაცხოვრებო, სამედიცინო, სამხედრო და სხვა) დიაგნოსტიკა და რემონტის

 

განახლებადი ენერგიის სისტემების დიზაინი და სამშენებლო მენეჯმენტი.

სასწავლო წელი2021-20222022-20232023-20242024-20252025-2026
ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა31231121
საქართველოს მოქალაქეები211276
საერთაშორისო სტუდენტები01143
სასწავლო წელი2021-20222022-20232023-20242024-20252025-2026
მინიჭებული ხარისხები541389
ვანდა ფირცხალაძე
ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
➳ ილია ჭავჭავაძის გამზირი 45, T კორპუსი
☏ (+995 32) 222 00 09 (131)

ანა ჭრელაშვილი
ციფრული ტექნოლოგიების მიმართულების სასწავლო პროცესის კოორდინატორი
➳ ი. ჭავჭავაძის გამზირი 45, ტექნოლოგიის კორპუსი T207
☏ +995 32 2 22 00 09 (276)
✉  ana.tchrelashvili@iliauni.edu.ge

ინფრასტრუქტურისა და გარემოს მიმართულების დირექტორი — PMCG
სამოქალაქო და ენერგოეფექტურობის ინჟინერია — დამოუკიდებელი ექსპერტი
აღმასრულებელი დირექტორი — Green Building Council Georgia
საინჟინრო დეპარტამენტის უფროსი — SOCAR Georgia